პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები

შპს „ციფრული ინდუსტრიის აკადემიის“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირიშპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემია”
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირიშპს „ინექსფონი“, ს/კ 204545000, მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N28
მონაცემთა სუბიექტინებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.

ზოგადი პირობები

ვებ-გვერდის www.digitaledu.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“) გამოყენება და შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები რეგულირდება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებით (შემდგომში ,,პერსონალური მონცემების დაცვის პირობები’’).

წინამდებარე უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) ადგენს, თუ როგორ ხდება კომპანიის მიერ მონაცემთა სუბიექტების (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) პერსონალური მონაცემების (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) დამუშავება. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა პერსონალურ მონაცემზე (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), რომელსაც კომპანია ამუშავებს (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის მონაცემთა სუბიექტი (როგორც ეს განმარტებული ქვემოთ).

პერსონალური მონაცემები, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავდება

საიდენტიფიკაციო მონაცემებისახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, კურსზე/მასტერკლასზე/ტრენინგზე რეგისტრაციის ფაქტი.
საკონტაქტო ინფორმაციამისამართი (იურიდიული ან/და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემებიკომპანიასა და მომხმარებელთან ურთიერთობის ფარგლებში ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ელექტრონული კომუნიკაციის, სოციალური მედიის ან/და სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები, მათ შორის ის კურსი/კურსები, რომლებზეც მომხმარებელი დარეგისტრირებულია
საჯარო მონაცემებისაჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია
აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიუფასო მასტერკლასის მომსახურების მიწოდების ფარგლებში, შესაბამის პლატფორმაზე მიმდინარე მასტერკლასის მსვლელობისას ჩაწერილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი:

დამუშავებაზე პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები წინამდებარე დოკუმენტის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ერთ-ერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზნით:

  • კომპანიის მიერ მომსახურების გასაწევად (მათ შორის, სატრენინგო მომსახურების გასაწევად და სხვ. განსახორციელებლად);
  • კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის კურსებთან და ტრენინგებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • კომპანიის მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან/და დამატებითი მომსახურების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს თქვენი, როგორც მომხმარებლის, მიერ სატრენინგო მომსახურებისათვის განხორციელებული ტრანზაქციული ისტორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატისტიკური მონაცემების, მომხმარებლის ქცევის და სხვა. ანალიზს)
  • კომპანიის მომხმარებლისთვის შესაბამისი კორესპონდენციის ან/და შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
  • კომპანიის ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად.
  • კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
  • კომპანიის მიერ სხვადასხვა შიდა ანგარიშებისა და სტატისტიკის შესაქმნელად (ანგარიშებში ინახება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია; კომპანია უფლებამოსილია, აღნიშნულ ანგარიშებში შეცვალოს მომხმარებელთან დაკავშირებული ძველი სიახლეები, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენ შესახებ უახლესი ინფორმაცია).

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის:

მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები:

მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ -ერთი შემდეგი საფუძველი:

  • ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
  • კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

მე-7 მუხლის პირველი პუნქტი:

„1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი:

“1. მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სუბიექტის თანხმობით.”

პერსონალური მონაცემების გადაცემა

პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი დარწმუნდება, რომ ინფორმაციის მიმღებს აქვს დაცვის იგივე ხარისხი და მონაცემთა დაცვის შესაფერისი და ადეკვატური გარანტიები.

ინფორმაციის მიმღები ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და იგი, საკუთარ ქმედებებისა თუ უმოქმედობისთვის, პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს ერთპიროვნულ დისკრეციას, რათა განსაზღვროს პერსონალური მონაცემების გადაცემის მიმღებ(ებ)ი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლით. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს უფლებას, მისი დისკრეციის ფარგლებში, განსაზღვროს შესაბამისი მხარე, რომელიც მიიღებს გადაცემულ პერსონალურ მონაცემებს, იმ პირობით, რომ ასეთი გადაცემის შემდგომ, მის მიერ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება იქნება შესაბამისობაში ამ მუხლით დადგენილ დებულებებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა პერსონალური მონაცემები გადასცეს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, კერძოდ, შპს „ინექსფონს“, რომლის სერვისების გამოყენების საფუძველზე დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მომსახურების, მონაცემების მენეჯმენტის პროცესის გაუმჯობესებას და არა მხოლოდ.

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი აცნობიერებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელებულ უნდა იქნას „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პრინციპების დაცვით.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები

თქვენი მონაცემების დამუშავების პროცესში თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების თაობაზე: რა სახის მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
  • გაეცნოთ თქვენ შესახებ კომპანიის მიერ დაცულ და შენახულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ან/და ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, იმ შემთხვევაში, თუ:
  • (ა) უარს განაცხადებთ იმ თანხმობაზე, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
  • (ბ) მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
  • (გ) მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
  • (დ) სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
  • (ე) ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ ამგვარი თანხმობის საფუძველზე უკვე არსებული და დამუშავებული მონაცემების წაშლა. ამგვარი მოთხოვნის მიღების შემდგომ, კომპანია დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და უზრუნველყოფს უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა

თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვას უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნული მიზნებისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის, კომპანია ატარებს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ კონტროლის მექანიზმებს, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს თქვენი მონაცემების დაცვა არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისგან, დაკარგვის, ან/და განადგურებისგან.

მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შპს ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიერ ინახება 3 (სამი) წლის ვადით.

კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაზიარების შემთხვევაში მომხმარებელი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მისთვის გადაცემული კონკრეტული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული ინფორმაცია/ვიდეო ჩანაწერი, შეინახოს კონფიდენციალურად და არ გაუმჟღავნოს ის ნებისმიერ მესამე პირს.

აღნიშნული ინფორმაციის დაცვის მიზნით, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანია, მიიღებს ნებისმიერ და ყველა ზომას, რომ გაუფრთხილდეს ინფორმაციას ისე როგორც საკუთარს.

მომხმარებელი და კომპანია იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების ყოველი დარღვევისათვის გადაიხდის ჯარიმას და აანაზღაურებს დამდგარ პირდაპირ და ირიბ ზიანს სრულად.

აუდიო-ვიდეო მონიტორინგი

კომპანიამ უფასო მასტერკლასის მომსახურების მიწოდების ფარგლებში შესაძლოა განახორციელოს აუდიო-ვიდეო მონიტორინგი, რომელიც მოიაზრებს უფასო მასტერკლასის მიმდინარეობის როგორც აუდიოს, ისე ვიდეოს ჩაწერას.

უფასო მასტერკლასის მომსახურების აუდიო-ვიდეო ჩაწერის მიზანია, კომპანიამ გააუმჯობესოს მის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა, აგრეთვე, მისცეს უფასო მასტერკლასზე რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კიდევ ერთხელ გაეცნოს აღნიშნულ ჩანაწერს.

უფასო მასტერკლასის აუდიოსა და ვიდეოს ჩაწერამდე, კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე როგორც ზეპირად, ისე შესაბამის პლატფორმაზე გამოისახება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.

მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამგვარი ჩანაწერის განხორციელებაზე და აღარ განაგრძოს კომპანიის მომსახურების მიღება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მოსთხოვოს აღნიშნული უფასო მასტერკლასის მისთვის ელექტრონულად გაზიარება.

აუდიო-ვიდეო მონიტორინგის დამუშავება ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაითხოვოთ ან/და უარი თქვათ თქვენს მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.

აღნიშნული მოთხოვნა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით: ელ.ფოსტა: info@digitaledu.ge, შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” სოციალური ქსელი https://www.facebook.com/digitaledu.ge. ასევე შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას, ტექსტის ბოლოში, აქვს მითითებული ნომერი. ამ ნომერზე შეტყობინება “NO”-ს გამოგზავნა, ნიშნავს, რომ სუბიექტს აღარ სურს შპს “ციფრული ინდუსტრიის აკადემიისაგან” შეტყობინებების მიღება. თანხმობის გამოხმობის შეტყობინების გამოგზავნა უფასოა. სუბიექტს მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა შეუძლია კომპანიის მისამართზე ვიზიტითაც, მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N61.

მომხმარებლის მიერ ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

თქვენს მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან სხვა საკითხის დაზუსტების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, ან ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ+995 574 19 20 81
ელ. ფოსტის მისამართიinfo@digitaledu.ge
ვებ გვერდის მისამართიwww.digitaledu.ge

10. წინასწარ ჩაწერილი კურსის შეძენასა და LMS პლატფორმაზე წვდომასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება

10.1. წინამდებარე მუხლი ვრცელდება მომხმარებლის მიერ წინასწარ ჩაწერილი კურსის შეძენის, LMS პლატფორმაზე ანგარიშის შექმნის, კურსზე წვდომის მიღებისა და კურსით სარგებლობის პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

10.2. აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით, აკადემიამ შეიძლება დაამუშაოს მომხმარებლის შემდეგი მონაცემები:

  • ა) სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, თუ მომხმარებელი მას აკადემიას აწვდის;
  • ბ) შერჩეული კურსის, რეგისტრაციის, LMS ანგარიშის, კურსზე წვდომის სტატუსისა და ვადის შესახებ მონაცემები, აგრეთვე კურსის გამოყენებასთან ან პროგრესთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ასეთი მონაცემები მუშავდება LMS პლატფორმის ფუნქციონალის ფარგლებში;
  • გ) შეკვეთისა და ტრანზაქციის ნომერი, გადახდის თანხა, ვალუტა, თარიღი, სტატუსი, თანხის დაბრუნებასა და ინვოისთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • დ) მომხმარებლის მიერ მხარდაჭერის მიზნით გამოგზავნილი შეტყობინებები, მოთხოვნები, პრეტენზიები და შესაბამისი კომუნიკაცია;
  • ე) მომსახურების უსაფრთხოებისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო მონაცემები, მათ შორის IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტექნიკური მონაცემები, სისტემაში შესვლისა და წვდომის ჩანაწერები.

10.3. ამ მუხლის 10.2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი მიზნისთვის აუცილებელი მოცულობით:

  • ა) მომხმარებელთან ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად, მათ შორის კურსის შეძენის, LMS ანგარიშის შექმნის, კურსზე წვდომის მინიჭების, მომხმარებლის მხარდაჭერისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხილვის მიზნით;
  • ბ) საქართველოს კანონმდებლობით აკადემიისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის მიზნით;
  • გ) აკადემიის ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, მათ შორის მომსახურების ტექნიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციის, პრეტენზიებისა და დავების მართვის მიზნით, თუ მომხმარებლის უფლებებისა და ინტერესების დაცვის აღმატებული ინტერესი არ არსებობს;
  • დ) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მხოლოდ მომხმარებლის ცალკე, წინასწარი და ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე.

10.4. კურსის საფასურის გადახდა ხორციელდება Flitt-ის ან/და სხვა შესაბამისი გადახდის მომსახურების მიმწოდებლის დაცულ საგადახდო გარემოში. აკადემია არ იღებს, არ აგროვებს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.

აკადემიისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ გადახდის დასადასტურებლად, აღრიცხვისთვის, თანხის დაბრუნებისათვის ან დავის განხილვისთვის აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის ტრანზაქციის ნომერი, გადახდის სტატუსი, თანხა, ვალუტა და თარიღი.

10.5. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის აკადემიამ მონაცემები, მხოლოდ აუცილებელი მოცულობით, შეიძლება გადასცეს ან გაუზიაროს:

  • ა) LMS პლატფორმის, ჰოსტინგის, ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურების მიმწოდებლებს;
  • ბ) Flitt-ს ან/და სხვა შესაბამის გადახდის მომსახურების მიმწოდებელს;
  • გ) ელფოსტის, შეტყობინებების, მომხმარებელთა მხარდაჭერის, CRM-ისა და ანალიტიკური მომსახურებების მიმწოდებლებს;
  • დ) საბუღალტრო, აუდიტორულ ან იურიდიულ მომსახურების მიმწოდებლებს;
  • ე) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ მონაცემთა გადაცემა სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით.

მონაცემთა მიმღები, გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება მოქმედებდეს აკადემიის დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად ან დამოუკიდებელ დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად. საქართველოს ფარგლებს გარეთ მონაცემთა გადაცემა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული სათანადო გარანტიების დაცვით.

10.6. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად.

10.7. წინასწარ ჩაწერილი კურსის შეძენა, LMS პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა და კურსზე წვდომის მიღება არ არის დამოკიდებული მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემაზე. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიხმოს ასეთი თანხმობა წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით.

11. დავები და მარეგულირებელი სამართალი

წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, პრეტენზია და მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს კომპანიის მიმართ, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდიდან მიმართოს ,,ჩატ-ბოტს’’, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მომხმარებლის დაკავშირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან, რომელიც პირდაპირი და დაუყოვნებლივი კომუნიკაციის შედეგად მიმართავს ყველა ზომას საკითხის შესასწავლად და სადავო პრობლემის აღმოსაფხვრელად.

თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მის საგანთან დაკავშირებით.