კურსის შესავალი

გენერაციული AI
პრაქტიკაში

ისწავლე პრომპტინგის საფუძვლები, შექმენი კონტენტი და გამოიყენე AI ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად.

პრომპტინგი · კონტენტი · ასისტენტებისაბაზისო პრაქტიკული კურსი

კურსის მიზანი

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საბაზისო პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე გენერაციული AI ხელსაწყოების გამოყენებაში.

კურსის განმავლობაში გაეცნობი პრომპტინგის ძირითად პრინციპებს, მულტიმედიური კონტენტის შექმნას, მზა AI ასისტენტების მუშაობის ლოგიკასა და ყოველდღიური პროცესების გამარტივებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

გაიცანი შენი
ლექტორი

აკაკი კურცხალია

0:00 / 0:39
აკაკი კურცხალია · შესავალი00:39

რას ისწავლი კურსზე

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  1. AI-ის საფუძვლები

    გაიგებ ხელოვნური ინტელექტის ძირითად პრინციპებს და პოპულარული ხელსაწყოების მუშაობის ლოგიკას.

  2. ეფექტური პრომპტინგი

    გამოიყენებ საბაზისო ტექნიკებს მკაფიო და ეფექტური პრომპტების შესაქმნელად.

  3. კონტენტის შექმნა

    დამოუკიდებლად შექმნი მარტივ ტექსტებსა და ვიზუალებს.

  4. AI ასისტენტები

    მოარგებ მზა ხელსაწყოებსა და ასისტენტებს ყოველდღიურ ამოცანებს.

  5. მარტივი ავტომატიზაცია

    გაეცნობ ავტომატიზაციის საფუძვლებს და შექმნი მარტივ სამუშაო ნაკადებს.

ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტური პრინციპები

შეხვედრაზე გაეცნობით ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისტორიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. დეტალურად გაარჩევთ განსხვავებას ვიწრო და ზოგად ინტელექტს შორის, ასევე მანქანური სწავლების მთავარ მეთოდებს - Supervised და Unsupervised Learning-ს.

გაიგებთ, თუ როგორ ფუნქციონირებს Transformer არქიტექტურა, რა არის ყურადღების მექანიზმი, ტოკენიზაცია და რატომ განსაზღვრავს მონაცემთა ხარისხი მოდელის სიზუსტეს.

მიმოიხილავთ წამყვან დიდ ენობრივ მოდელებს (ChatGPT, Gemini, Claude, Llama) და მათ შესაძლებლობებს ყოველდღიურ სამუშაოში. ლექცია მოგცემთ სისტემურ საბაზისო ცოდნას, რათა თავდაჯერებულად დაიწყოთ AI ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენება.

0:00 / 0:00